Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თავისუფალმა საქართველომ" გაერთიანება შესთავაზა ოპოზიციურ პარტიებს


თავისუფალი არჩევნების მისაღწევად ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანება შესთავაზა პარტიამ "თავისუფალი საქართველო." მისმა თავმჯდომარემ კახა კუკავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ზეწოლის ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი მექანიზმი, რათა ხელისუფლებამ ანტიდემოკრატიული ქმედებები შეწყვიტოს. კუკავას თქმით, 8 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა "თავისუფალი საქართველოსა" და ”ქართული ოცნებისთვის” თანხის შემწირველები, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ხელისუფლების რეალური მიზანია ოპოზიციური პარტიებისთვის საქმიანობის აკრძალვა. პარტიამ ”თავისუფალი საქართველო” მიმართა უწყებათშორის კომისიას, სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს, რომ არსებულ პირობებში თავისუფალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია. კახა კუკავას განცხადებით, თავისუფალი არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტიების გაერთიანება აუცილებელია და ეს პროცესი გახდება ერთგვარი ლუსტრაცია იმისა, თუ რომელი პარტიები არიან რეალურად ოპოზიციური და რომელი ხელისუფლების სატელიტები.
XS
SM
MD
LG