Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრასნოდარის მხარეში 17 000-მდე ადამიანი რჩება ელექტრომომარაგების გარეშე


რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს ცნობით, კრასნოდარის მხარეში 17 000-ზე მეტი ადამიანი რჩება ელექტრომომარაგების გარეშე. სამინისტრო სამშაბათს იუწყებოდა, რომ 28 000-მდე ადამიანს არ მიეწოდება გაზი, 2 000-ს კი სასმელი წყალი მას შემდეგ, რაც 7 ივლისს რეგიონს მძიმე ზარალი მიაყენა წყალდიდობამ. დაიღუპა 170 ადამიანი, ხოლო დაზარალებულების რიცხვი, ხელისუფალთა მონაცემებით, 48 000 აღწევს. რეგიონული ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სამხრეთ რუსეთში წყალდიდობით გამოწვეული ზარალი 133 მილიონამდე დოლარს შეადგენს. რუსეთის მთავრობა აღიარებს, რომ შეცდომები იქნა დაშვებული სტიქიურ უბედურებაზე რეაგირებისას.
XS
SM
MD
LG