Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიხსნა საქართველოსა და აშშ-ის მთავრობების მიერ ორგანიზებული სიმპოზიუმი


თბილისში გაიხსნა საქართველოსა და აშშ-ის მთავრობების მიერ ორგანიზებული ორდღიანი სიმპოზიუმი, რომლის მსვლელობისას ქართულ კომპანიებს აცნობენ აშშ-ის თავდაცვის სისტემის ლოგისტიკური მომარაგების სპეციფიკას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ადგილობრივი კომპანიები, რომლებმაც მათი პროდუქცია წარადგინეს, ინფორმირებული იქნებიან თავდაცვის დეპარტამენტის მოთხოვნებისა და სტანდარტების შესახებ, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ამერიკულ მხარესთან საქმიანი ურთიერთობის განვითარებას. სიმპოზიუმის გახსნის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პენტაგონის ბაზარზე ქართული პროდუქციის შესვლა საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობაა, რადგან ეს ბაზარი გაცილებით დიდია, ვიდრე "მთლიანი რეგიონი ჩვენს გარშემო." მერაბიშვილის თქმით, 47 მილიარდიან ბაზარზე ქართველი მეწარმეების გასვლა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის საფუძველი იქნება. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ბათუ ქუთელიას განცხადებით, სიმპოზიუმის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია პენტაგონის შესყიდვების სიაში მოხვდეს და საერთაშორისო ბაზარზე გავიდეს.
XS
SM
MD
LG