Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დუმა პარასკევს დაამტკიცებს არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ კანონპროექტს


რუსეთის სახელმწიფო დუმა პარასკევს მეორე და მესამე მოსმენით განიხილავს კანონპროექტებს არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ და ”ცილისწამების” მუხლის სისხლის სამართლის კოდექსში დაბრუნების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, განხილვისას ორივე დოკუმენტში შევა ცვლილებები. ცილისწამების შესახებ კანონპროექტიდან გამოირიცხება სანქცია, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს - იმ არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, დაზუსტდება რა არ წარმოადგენს პოლიტიკურ მოღვაწეობას. გარდა ამისა, დაგეგმილია დოკუმენტში ჩაიწეროს, რომ ეს კანონი არ ვრცელდება სახელმწიფო კომპანიებზე, რელიგიურ ორგანიზაციებზე, სახელმწიფო და მუნიციპალურ დაწესებულებებზე. არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ კანონპროექტის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ უცხოურ გრანტებს და რუსეთის ტერიტორიაზე ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას, აღიარებული იქნებიან ”უცხოეთის აგენტებად” და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
XS
SM
MD
LG