Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის ალპებში ზვავმა 9 მთამსვლელი იმსხვერპლა


საფრანგეთის ალპებში, აგარაკ შამონიოს რაიონში, თოვლის ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა ცხრა მთამსვლელი, ყველა დაღუპული ევროპის ქვეყნების მოქალაქეა. მაშველებმა მიაკვლიეს, "ფრანცპრესის" ცნობით, ოთხს მთამსვლელს, ორ ბრიტანელს და ორ ესპანელს, რომელიც დაკარგული იყვნენ. 15 სპორტსმენი საავადმყოფოში მოათავსეს სხვადასხვა ტრავმებით. შემთხვევა მოხდა მონმონდის მთაზე, რომელიც ოთხიათას მეტრზე მაღალია. დღევანდელი ტრაგედია ყველაზე მძიმეა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, როცა მონბლანზე რვა მთამსვლელი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG