Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ზრდის ირანის წინააღმდეგ სანქციებს


აშშ დამატებით სანქციებს უწესებს ირანს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ხუთშაბათს გააკეთა განცხადება, რომ ახალი სანქციები მიმართული იქნება ირანის ნავთობმრეწველობის, ტვირთების გადაზიდვისა და შესყიდვის ქსელებთან დაკავშირებული 50 კომპანიის წინააღმდეგ. სანქციების მიზანია დამატებითი ზეწოლა ირანზე, რათა მან უცხოელ ექსპეტებს მისცეს თავისი ბირთვული პროგრამის შემოწმების შესაძლებლობა. დასავლეთი ვარაუდობს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას. ახალი ზომებით, აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ საქმიანი ურთიერთობა სანქცირებულ კომპანიებთან და აშშ-ში დაყადაღებულია ამ კომპანიების კუთვნილი ქონება.
XS
SM
MD
LG