Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში „ქართული ოცნების“ აქციისთვის განსაზღვრულ ადგილას საპატრულო პოლიციაც არის მისული


გორში ე.წ. კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, სადაც 19 საათზე დაიწყება კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია, საპატრულო პოლიციის ჯგუფები გადაადგილდებიან. შაბათს უწყებათასშორისი კომისიის „სამარლიანი და თავისუფალი არჩევნებისათვის“ თავმჯდომარემ, უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლები დაესწრებიან პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შეხვედრებს. ბოკერიას განმარტებით, უწყებათაშორისი კომისიის სხდომებზე დისკუსიის შედეგად მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ შესაძლებელი იქნება ადგიზე პოლიციელების ყოფნა. კოალიცია „ქართულმა ოცნებას“ პარასკევს გაავრცელა განცხადება, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეასრულოს თავისი პირდაპირი მოვალეობა და უზრუნველყოს გორის აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება, როგორც აქციის დროს, ისე გზებზე მოქალაქეების გადადგილებისას. ამ მოწოდებას შეიცავს განცხადება, რომელიც მოჰყვა გორის რაიონის სოფელ კარალეთში 11 ივლისს მომხდარ ინციდენტს - ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილობრივ მოსახლეობასთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრის მცდელობისას.
XS
SM
MD
LG