Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი მკაცრად აკრიტიკებს მოსკოვს


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, შვეიცარიის წარმომადგენელი ანდრეას გროსი მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის კოდექსში ცილისწამების შესახებ მუხლის დაბრუნების თაობაზე. გროსმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან ინტერვიუში გამოთქვა შეფასება, რომ ახალი კანონი მიეკუთვნება ახალ, მკაცრ შეზღუდვებს, რომლებიც რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინის დაბრუნების შემდეგ მოკლე პერიოდში. შეზღუდვები ეხება, გროსის თქმით, ყველაფერს, დაწყებული ინტერნეტით და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით დამთავრებული. გროსის თქმით, ცილისწამების შესახებ კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და მასზე მიუთითებენ რუსეთის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალ ანგარიშში, რომელსაც ოქტომბერში წარუდგენენ ასამბლეას.
XS
SM
MD
LG