Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო არ ცნობს მთიან ყარაბაღში ჩატარებულ არჩევნებს


საქართველო არ ცნობს მთიან ყარაბაღში ხუთშაბათს ჩატარებულ არჩევნებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საგარეო უწყება ადასტურებს თავის "მხარდაჭერას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ სცნობს 2012 წლის 19 ივლისს, მთიან ყარაბაღში გამართულ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებს". საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის გაძლიერება, "რათა მხარეებმა კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით მიაღწიონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას". საგარეო უწყების ეს განცხადება მის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
XS
SM
MD
LG