Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში 14 ადამიანი მოკლეს კინოში, ბეტმენზე ახალი ფილმის საპრემიერო ჩვენებისას


აშშ-ის კოლორადოს შტატის პოლიცია აცხადებს, რომ შეიარაღებულმა პირმა 14 ადამიანი მოკლა და 50 დაჭრა კინოში, ფილმ „შავი რაინდის აღზევების“ საპრემიერო ჩვენებისას. პოლიცია იუწყება, რომ დაკავებულია ერთი პირი წუხელ, დენვერის მახლობლად მდებარე ქალაქ აურორაში მომხდარ თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე. აურორის პოლიციის უფროსი თვითმხილველის ჩვენებაზე მითითებით იუწყება, რომ უცნობმა პირმა გაზის ბომბი აამოქმედა, ვიდრე სროლას დაუწყებდა კინომაყურებლებს, რომლებიც მისული იყვნენ „შავი რაინდის აღზევების“ საყურებლად. საქმე ეხება ახალ ფილმს ბეტმენის თავგადასავლებზე. პოლიციის ცნობით, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ თავდასხმაში ერთზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG