Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ მოქმედების ვადა გაუგრძელა სირიაში თავის სამეთვალყურეო მისიას


გაეროს უშიშროების საბჭო პარასკევს ერთხმად მიემხრო სირიაში გაეროს სამეთვალყურეო მისიის მოქმედების ვადის 30 დღით გაგრძელებას. კენჭისყრა გაიმართა სირიაში გაეროს მისიის მანდატის ამოწურვამდე სულ რამდენიმე საათით ადრე. ხუთშაბათს რუსეთმა და ჩინეთმა ვეტოთი დაბლოკეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებდა სანქციებით მუქარას პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიმართ მოთხოვნით, ბოლო მოეღოს კონფლიქტში მძიმე იარაღის გამოყენებას. რეზოლუციის პროექტს დასავლეთის ქვეყნები ემხრობოდნენ.
XS
SM
MD
LG