Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა მიესალმა ისლამურ ქვეყნებში დემოკრატიისთვის მებრძოლებს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, სიმამაცისთვის შეაქო აქტივისტები, რომლებიც ისლამურ ქვეყნებში დემოკრატიისთვის იბრძვიან. განცხადებაში, რომელიც მაჰმადიანთა წმინდა თვის, რამადანის დაწყებას ეძღვნება, ობამამ ხაზი გაუსვა, რომ წლევანდელი რამადანი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დემოკრატიისკენ გზას ადგანან და მათთვის, რომლებიც ჯერ კიდევ იბრძვიან საყოველთაო უფლებებისთვის. სირიის თაობაზე ობამამ თქვა, რომ აშშ კვლავაც მხარს დაუჭერს მათ, ვისაც საკუთარი ბედის თვითონ გადაწყვეტა სურს, სურს იცხოვროს შიშისა და ძალადობის გარეშე ქვეყანაში, სადაც საკუთარი აღმსარებლობის ღიად გამოხატვა შეიძლება. აღმოსავლეთის არაერთ ქვეყანაში პარასკევს დაიწყო რამადანი, მუსლიმთა წმინდა თვე.
XS
SM
MD
LG