Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ბარიტონი ბაიროითის ფესტივალზე არ იმღერებს ნაცისტური სვირინგის გამო


რუსი ბარიტონი, რომელსაც გერმანიაში, ბაიროითის საოპერო ფესტივალზე რიხარდ ვაგნერის ოპერა „მფრინავ ჰოლანდიელში“ მთავარი პარტია უნდა ემღერა, უარს ამბობს ფესტივალზე გამოსვლაზე, როცა გერმანიაში გახმაურდა, რომ მან ერთ დროს სხეულზე, სხვათა შორის, ნაცისტური სვასტიკის სვირინგი გაიკეთა. გერმანიის ტელევიზიამ უჩვენა კადრები, სადაც ჩანს ევგენი ნიკიტინი, რომელიც როკჯგუფში დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს წელს ზემოთ შიშველი. ნიკიტინს მკერდზე ამოსვირინგებული აქვს სვასტიკა, რომელსაც ნაწილობრივი ფარავს სხვა ნიშანი. შაბათს ფესტივალზე გავრცელებულ განცხადებაში ნიკიტინი ამბობს, რომ ახალგაზრდობაში გაკეთებული სვირინგები, რომლებიც მას მთელ სხეულს უფარავს, მისი ცხოვრების უდიდესი შეცდომა იყო. მისივე თქმით, მას "არ ჰქონდა შეგნებული, თუ რა გაუგებრობას და ტკივილს გამოიწვევდა ეს სიმბოლოები, განსაკუთრებით ბაიროითში და ამ ფესტივალის ისტორიის კონტექსტში.“ როგორც ბაიროითის ფესტივალმა გამოაცხადა კვირას, ნიკიტინის ნაცვლად „მფრინავ ჰოლანდიელში“, კორეაში დაბანებული ბას-ბარიტორი სამუელ იუნი იმღერებს,
XS
SM
MD
LG