Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდია “მონიტორი” გაქურდეს


სტუდია “მონიტორის” თანამშრომლებს დღეს დილით ოფისი გაქურდული დახვდათ. “ინტერპრესნიუსს” “მონიტორის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ჟურნალისტმა, ნანა ბიგანიშვილმა განუცხადა, რომ წაღებულია კამერები, სამონტაჟო დანადგარები, გადაღებული მასალები და სამუშაო ლეპტოპები, ასევე მეხსიერების ბარათები. მისივე ცნობით, ამ დროისთვის ოფისში კრიმინალური პოლიცია მუშაობს. “მონიტორი” დამოუკიდებელი სტუდიაა და ჟურნალისტურ გამოძიებებს აზარმოებს.მისი მასალა ორ კვირაში ერთხელ, შაბათს, 21:00 საათზე, ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში გადაიცემა.
XS
SM
MD
LG