Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობა დატოვა


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობა დატოვა და მიზეზად დაასახელა კახეთის რეგიონის დახმარება „სტიქიით მიყენებული ზარალის დაძლევაში“, რაც მის თანამდებობასთან "შეუთავსებელია". „მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თბილისის, კონკრეტული მაღალი თანამდებობა და გვერდში დავუდგე ჩემს კახეთს, ჩემს კახელებს და ჩემს მეგობრებთან ერთად ჩემი მომავალი საქმიანობა დავუკავშირო გაჭირვებაში მყოფ ხალხზე ზრუნვას“ – განაცხადა ბეჟაშვილმა 23 ივლისს გამართულ ბრიფინგზე. გავრცელებული ცნობით, ბეჟაშვილმა შესძლოა მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი კახეთში. 2008 წლის ივლისში კონტროლის პალატის - რომლის ამჟამინდელი დასახელება სახელმწიფო აუდიტის სამსახურია - თავმჯდომარედ დანიშვნამდე ბეჟაშვილი ხუთი თვის განმავლობაში პრეზიდენტის რწმუნებულად მუშაობდა კახეთის რეგიონში.
XS
SM
MD
LG