Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში ექსტრემისტებთან შეტაკებაში დაიღუპა ცხრა ჯარისკაცი


ტაჯიკეთში ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა და, სულ ცოტა, 25 დაიჭრა ოპერაციისას, რომელიც ტარდება სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მაღალი რანგის წარმომადგენლის, გენერალ აბდულ ნაზაროვის მკვლელების მოსაძებნად. ოპერაცია მიმდინარეობს სამხრეთში მდებარე მთიანი ბადახშანის რეგიონში. თვითმხილველების ცნობით, ქალაქ ხოროგს ვერმტფრენები დატრიალებენ, ისმის სროლის ხმაც. გენერალი აბდულო ნაზაროვი შაბათს საღამოს მოკლეს მას შემდეგ, რაც მისი ავტომანქანა გააჩერა 20-მდე შეიარაღებულმა პირმა. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG