Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი კოსოვოში ჩავიდა


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი კოსოვოს ეწვია. ეს არის გაეროს ლიდერის პირველი ვიზიტი რეგიონში, რომელმაც 2008 წელს სერბიისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პრიშტინაში ბან კი-მუნი გამოვიდა ეთნიკურ ალბანელებსა და სერბებს შორის დიალოგისაკენ მოწოდებით. „მოველი აქტიურ ძალისხმევას ბელგრადთან ურთიერთობის ნორმალიზებისაკენ, რაც ითვალისწინებს დიალოგის ისეთივე სერიოზულ და გულწრფელ მხარდაჭერას, როგორიც ვთხოვე სერბიის ხელისუფლებას“, განაცხადა ბან კი მუნმა კოსოვოში, სადაც ჩავიდა სერბიაში პრეზიდენტ ტომისლავ ნიკოლიჩთან შეხვედრის შემდეგ. გაეროს გენერალურმა მდივანმა ახსენა „ჩრდილოეთ კოსოვოს მტკივნეული და კომპლექსური საკითხიც“. ჩრდილოეთ კოსოვოს მკვიდრი ეთნიკური სერბები უარს ამბობენ ეთნიკური ალბანელების მმართველობის აღიარებაზე. მათ ჩაკეტილი აქვთ გზები, რათა კოსოვოს მმართველებს ხელი შეუშალონ სერბების დასახლებების გაკონტროლებაში.
XS
SM
MD
LG