Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში სამხედრო ოპერაციის მსვლელობაში დაიღუპა 40-ზე მეტი ადამიანი


ტაჯიკი ოფიციალური პირების განცხადებით, 12 ჯარისკაცი და 30 ექსტრემისტი დაიღუპნენ შეტაკებებში, რომელთა შესახებაც იუწყებიან აღმოსავლეთში მდებარე მთიანი ბადახშანის პროვინციიდან. ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის პრესმდივანმა, ნოზირჯონ ბურიევმა ჩვენი რადიოს ტაჯიკურ სამსახურთან საუბარში განაცხადა, რომ მთიან ბადახშანში მიმდინარე ოპერაციის შედეგად დაკავებულია 40-მდე ექსტრემისტი, მათ შორის რვა ავღანელი. ამ წყაროს ცნობით, სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლი არ არის. ბურიევის განცხადებით, ოპერაცია მიმართულია ყოფილი ოპოზიციონერი სარდლისა და რეგიონის სასაზღვრო დაცვის ამჟამინდელი უფროსის, ტოლიბ აიომბეკოვის წინააღმდეგ. მის ჯგუფს ადანაშაულებენ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მაღალი რანგის წარმომადგენლის, გენერალ აბდულ ნაზაროვის მკვლელებაში. ნაზაროვი შაბათს საღამოს მოკლეს მას შემდეგ, რაც მისი ავტომანქანა გააჩერა 20-მდე შეიარაღებულმა პირმა.
XS
SM
MD
LG