Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში სკანდალი მოხდა ქალთა საფეხბურთო ტურნირზე


ლონდონის ოლიმპიადაზე, ასპარეზობის პირველ დღეს დიპლომატიური ინციდენტი მოხდა. ოთხშაბათს, ჩრდილოეთი კორეისა და კოლუმბიის ქალთა საფეხბურთო გუნდებს შორის მატჩის დაწყებამდე ჩრდილოეთი კორეის ნაცვლად სამხრეთი კორეის დროშა გამოიფინა. ორგანიზატორების ამ შეცდომის გამო ერთი საათით შეყოვნდა მატჩის დაწყება. ჩრდილოკორეელმა ფეხბურთელებმა მოედანი დატოვეს. მოგვიანებით მათ კოლუმბიელებს 2:0 მოუგეს. გუშინვე ქალთა საფეხბურთო გუნდებს შორის სხვა მატჩებიც გაიმართა. ლონდონის ოლიმპიადა 27 ივლისს ოფიციალურად გაიხსნება.
XS
SM
MD
LG