Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში გაიმართა მორიგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში


სოფელ ერგნეთში გაიმართა მორიგი, რიგით 25-ე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს ორგანიზებით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს არსებული ვითარება, ბოლოდროინდელი ინციდენტები, მხარეთა პოზიციები დაკავებულებისა და დაკარგულების საკითხში. გაგრძელდა ასევე დისკუსია სოფელ ზარდიანთკარში შექმნილ ვითარებაზე - იქ დაძაბულობას იწვევს ქართული მხარის მიერ რამდენიმე კვირის წინ სოფლის ცენტრში გადატანილი ქართული პოლიციის საგუშაგო. პრეს-რელიზში გამოთქმული შეფასებით, შეხვედრამ საქმიან და კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა 24 სექტემბერს ჩატარდება.
XS
SM
MD
LG