Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსმა ოპოზიციონერმა შეწყალებისათვის მიმართა ლუკაშენკოს


პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა სერგეი კოვალენკომ შეწყალების თხოვნით მიმართა ბელორუსიის პრეზიდენტს. ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსადმი მიმართვა კოვალენკოს ციხის ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელებულმა ზეწოლამ და ერთკაციან საკანში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოთავსებამ განაპირობა. 37 წლის კოვალენკო თებერვალში დააპატიმრეს და 25 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, „ბელორუსიის აკრძალული დროში ტარების გამო.“ ოპოზიციონერმა აქტივისტმა წლის დასაწყისში მშრალი შიმშილობა გამოაცხადა, როს გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა.
XS
SM
MD
LG