Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორემ პოლიტიკოსებს მოთმინებისა და გონიერებისაკენ მოუწოდა


საქართველო მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა ყველა პოლიტიკურ ძალას კვლავ სთხოვა, რომ კამათისა თუ საუბრის დროს არ მიაყენონ ერთმანეთს შეურაცხყოფას და მოთმინება იქონიონ. “მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები და მე ვთხოვ ყველას, იქონიოთ სიბრძნე, მოთმინება და ისეთი სიტყვა არ თქვათ, რომ მერე შეგრცხვეთ“, - განაცხადა ილია მეორემ. საქართველო კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო ქადაგებისას, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა, განსაკუთრებით შეჩერდა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე . „ადამიანს, რომელსაც აქვს ძალაუფლება, შეუძლია ბევრი სიკეთე და ბევრი ბოროტება გააკეთოს, ამიტომ შევთხოვთ უფალს, რომ ყველას სიკეთე აკეთებინოს,” - განაცხადა ილია მეორემ.
XS
SM
MD
LG