Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი „ფიასკოს“ უწოდებს იარაღით ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ჩავარდნას


ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში მიმდინარე კონფერენციაზე, რომელზეც იარაღით ვაჭრობის შესახებ მსოფლიოში პირველი შეთანხმების პროექტი განიხილებოდა, ვერ მოხერხდა შესაბამისი დოკუმენტის მიღება. პროექტის „რთული და კომპლექსური“ ტექსტის შესათანხმებლად უფრო მეტი დრო ითხოვა აშშ-მა, რომელსაც შემდეგ მიბაძეს რუსეთმა, ჩინეთმა და კუბამ. „იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულებაზე (ATT)“ შეთანხმების ჩავარდნას „ფიასკო“ უწოდა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა. შემდგომი მოლაპარაკების თაობაზე კი გადაწყვეტილებას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეა, რომელიც სექტემბრის ბოლოს გაიმართება. დოკუმენტს მხარი 193-მა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს. დოკუმენტი გააკრიტიკა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და პირველ რიგში ამნესტი ინტერნეიშენალმა, რომლის თანახმად პროექტში არ არის მექანიზმი, რომელიც საბრძოლო მასალებით ვაჭრობას დაარეგულირებს.
XS
SM
MD
LG