Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში გრძელდება ბრძოლა ალეპოსათვის


სირიაში გრძელდება შეტაკებები მთავრობის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის, რომლებიც იბრძვიან სირიის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოზე კონტროლის დასამყარებლად. ორივე მხარე იუწყება წინსვლის შესახებ. მთავრობის ჯარები საბრძოლო ვერტმრფენებისა და სამხედრო თვითმფრინავების მხარდაჭერით ცდილობენ, განდევნონ მეამბოხეები, რომლებმაც გასულ კვირაში შეძლეს ნახევარ ალეპოზე კონტროლის დამყარება. კვირას საღამოს სირიის მთავრობამ განაცხადა, რომ მეამბოხეები განდევნა სალაჰედინის რაიონიდან, მაგრამ ოპოზიციონერი აქტივისტები უარყოფენ ამ ცნობას. გაეროს მონაცემებით, ბრძოლების გამო ალეპოდან გაიქცა 20 000-მდე მოსახლე. სირიაში გაეროს სამეთვალყურეო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა, გენერალ- ლეიტენანტმა ბაბაკარ გეიმ ორშაბათს დამასკში უთხრა ჟურნალისტებს, რომ განაგრძობენ მუშაობას სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის ზავის ასამოქმედებლად. „არც ერთ მხარეს არ უთქვამს უარი პაუზაზე და შეთანხმებაზე. მაგრამ სანამ ის ბოლომდე არ სრულდება და მოსახლეობა ადგილზე ვერ ხედავს სარგებელს, მე ვიტყოდი... არ მინდა ვთქვა, რომ ილუზიები გვაქვს, მაგრამ მჯერა კონკრეტული ქმედების და ამაზე ვმუშაობ“.
XS
SM
MD
LG