Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა ფრთამ აქცია გამართა


30 ივლისს კოალიცია ”ქათული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მთავარი პროკურატურასთან საყვირების აქციით გააპროტესტეს კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, კახი კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღება. ახალგაზრდები, რომლებმაც სიმბოლურად ფეხბურთიც ითამაშეს, ყოფილი ფეხბურთელის კახი კალაძის პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობენ, მომხდარს უკანონოდ მიიჩნევენ და ყადაღის მოხსნას მოითხოვენ. ხელისუფლების მხრიდან მათი მოთხოვნის უგულებელყოფის შემთხვევაში, კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები კვლავაც გამართავენ მსგავსი ტიპის აქციებს.
XS
SM
MD
LG