Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა აშშ-გან მიიღო 1,1 მილიარდი დოლარი მეამბოხეებთან საბრძოლველად


პაკისტანმა აშშ-გან მიიღო 1,118 მილიარდი დოლარი მეამბოხეების საწინააღმდეგო ოპერაციების დასაფინანსებლად. პაკისტანის სახელმწიფო ბანკის პრესმდივანმა, სიედ ვასემუდინმა დღეს ჩვენი რადიოს პაკისტანურ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფული ოთხშაბათს გადაირიცხა ისლამაბადში. ფინანსური დახმარების მიწოდება შეჩერებული იყო მას შემდეგ, რაც ამერიკა-პაკისტანის ურთიერთობაში დაძაბულობა გამოიწვია შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმის შედეგად 24 პაკისტანელი ჯარისკაცის დაღუპვამ გასული წლის ნოემბერში. პროტესტის ნიშნად, პაკისტანმა სატრანზიტო მარშრუტები ჩაუკეტა ავღანეთში ნატოს ჯარებისათვის განკუთვნილ მომარაგებას. პაკისტანისათვის ფინანსური დახმარების მიწოდება მიჩნეულია აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესების მორიგ ნიშნად მას შემდეგ, რაც სულ რამდენიმე დღის წინ მხარეებმა გააფორმეს ახალი შეთანხმება ავღანეთში ნატოს მოსამარაგებელ სატრანზიტო მარშრუტებზე.
XS
SM
MD
LG