Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური ასამბლეა გმობს ძალადობას სირიაში


გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დიდი უმრავლესობა მიემხრო რეზოლუციას, რომელიც გმობს სირიის მთავრობის მიერ „მძიმე შეიარაღების“ გამოყენებას და იმას, რომ მმართველ რეჟიმს ჯერაც არ გამოუყვანია ჯარები დასახლებული ადგილებიდან. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 133-მა ქვეყანამ, 31-მა თავი შეიკავა, წინააღმდეგი იყო 12 ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, ჩინეთი, ბელორუსია, ირანი, ვენესუელა და სირია. რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაზე გასატანად მზადებისას, მისი ტექსტი გასულ კვირაში შეარბილეს - ამოიღეს ორი პუნქტი: სირიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და ბაშარ ასადის გადადგომისაკენ მოწოდებები. რეზოლუციაში შესული მოთხოვნების შესრულება სავალდებულო არ არის, მაგრამ საკუთრივ რეზოლუციის მიღების ფაქტი აძლიერებს ზეწოლას გაეროს უშიშროების საბჭოზე, მიმართოს ქმედით ზომებს სირიაში კონფლიქტთან დაკავშირებით. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს შორის უთანხმოება სუფევს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეუწყონ ხელი სირიაში სისხლისღვრისთვის ბოლოს მოღებას.
XS
SM
MD
LG