Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობამ ჩაატარა პირველი სხდომა ექს-პრემიერის გაქცევის შემდეგ


გუშინ სირიის მთავრობამ პირველი სხდომა ჩაატარა ყოფილი პრემიერ-მინისტრის რიად ჰიჯაბის იორდანიაში გაქცევის შემდეგ. ოფიციალური მედიის ინფორმაციით, სხდომას ომარ ჰალავანჯი უძღვებოდა. ის დაინიშნა მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელად ჰიჯაბის გადაყენების შემდეგ. ჰიჯაბიმ ოპოზიციის მხარეს გადასვლის შესახებ განაცხადა. სირიის ხელისუფლება უარყოფს ცნობებს იმის შესახებ, რომ ექს-პრემიერის გარდა ქვეყნიდან კიდევ ორი-სამი მინისტრი გაიქცა. სირიის ზოგიერთ რეგიონში გრძელდება დაპირისპირება სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის. სააგენტო ”ასოშიეიტედ პრესი” ავრცელებს ინფორმაციას სახელისუფლებო ძალების მიერ ალეპოს მაცხოვრებელთა ერთი ჯგუფის დახოცვის შესახებ. მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივად ხოცვის დეტალებზე სააგენტოს ახალგაზრდა კაცმა უთხრა, რომელიც სიკვდილს გადაურჩა.
XS
SM
MD
LG