Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიას ახალი პრემიერი ჰყავს


სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად დაასახელა ვაელ ალ-ჰალკი. ის შეცვლის ახლახან ოპოზიციის მხარეს გადასულ ყოფილ პრემიერს, რიად ჰიჯაბს, რომელიც იორდანიაში წავიდა. ჰალკი, სამხრეთის, დერაას პროვინციიდანაა, სადაც ალ-ასადის საწინააღმდეგო გამოსვლები დაიწყო შარშან. ირანმა განაცხადა,რომ სირიის პრეზიდენტის, ასადის ხელისუფლების სწრაფი ჩამოგდება, "კატასტროფულ“ შედეგს მოიტანს ამ ქვეყნისთვის. გაფრთხილება გამოითქვა თეირანში სირიის შესახებ საერთაშორისო შეხვედრის წინ. ირანის მედიის თანახმად, ამ კონფერენციას 16 ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა. რუსეთმა, რომელიც ირანთან ერთად, სირიის პრეზიდენტის მტკიცე მხარდამჭერია, განაცხადა, რომ თეირანში თავის ელჩს მიავლენს შეხვედრაზე. სხვა რომელი სახელმწიფოები დაესწრებიან შეხვედრას, არაა ცნობილი.
XS
SM
MD
LG