Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უწყებათაშორისი კომისია მთავრობას თვითრეკლამირების შეწყვეტისაკენ მოუწოდებს


უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას და საზოგადოებრივ მაუწყებელს, წინასაარჩევნო პერიოდში შეაჩეროს სოციალური რეკლამის სტატუსით ეთერში იმ ვიდეორგოლების განთავსება, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს ასახავს და შესაძლოა, საარჩევნო რეკლამად იქნეს აღქმული. ამის შესახებ განცხადება დღეს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილმა განაცხადა. ვიდეორგოლები - "ერნერგოდამოუკიდებელი საქართველო", "საქართველოს სტაბილური ენერგომომარაგება", "დამზადებულია საქართველოში", "მთავრობის 10-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა", "30 ახალი საავადმყოფო 30 დღეში", პროგრამა "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად", მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
XS
SM
MD
LG