Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანის ცნობით, ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 227 ადამიანი და 1380 დაშავდა


ირანის ხელისუფლების ცნობით, შაბათს მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 227 ადამიანი და 1380 დაშავდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა მოსტაფა მოჰამად ნაჯარმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამძებრო ოპერაციები დასრულდა და ამჟამად ძალისხმევა მიმართულია გადარჩენილთათვის საკვებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფისკენ. მისი თქმით, დაზარალებულია რეგიონის 600 სოფლიდან ნახევარზე მეტი. როგორც იტყობინებიან, 16 ათასამდე ადამიანს სასწრაფოდ ესაჭიროება დროებითი თავშესაფარი. ორ მიწისძვრას შორის დროში სხვაობა 11 წუთი იყო. პირველი 6,4 მაგნიტუდის იყო და მისი ეპიცენტრი ქალაქ აჰარში მდებარეობდა. მეორე, 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი კი ქალაქ ვარზეღანში იყო. ეს ორი ქალაქი თავრიზიდან ჩრდილოეთით 60 კილომეტრზე მდებარეობს.
XS
SM
MD
LG