Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პენიტენციალური სისტემის წარმომადგენელი აღიარებს, რომ პატიმარი ცემით მოკლა


რუსეთის გამომძიებლების განცხადებით, ვოლგისპირეთის ქალაქ ენგელსის შრომა-გასწორების კოლონიის მუშაკი აღიარებს, რომ პატიმარი ცემით მოკლა. პატიმარი - 25 წლის არტიომ სოტნიკოვი - ერთკაციან საკანში გარდაცვლილი აპრილში იპოვნეს. ციხის მუშაკი თავდაპირველად მოწმის სტატუსით დაკითხეს, თუმცა შემდეგ ის თავად ჩაბარდა გამომძიებლებს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ინციდენტთან დაკავშირებით კოლონიის ხუთ მუშაკს წაუყენეს ბრალი. დაკავების ცენტრებში და საპატიმროებში პატიმრების ცემის და წამების ფაქტები რუსეთში გაძლიერებული ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც მარტში, თათრეთის რესპუბლიკაში პოლიციამ ეჭვმიტანილი წამებით მოკლა. ამ ინციდენტს მწვავე საზოგადოებრივი პროტესტო მოჰყვა. საგამოძიებო კომიტეტმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს მსგავსი ინციდენტების შესახებ ცნობების გამოძიება.
XS
SM
MD
LG