Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხშაბათს დამასკში სამხედრო შენობის ახლოს ძლიერი აფეთქება მოხდა


ოთხშაბათს დამასკში სამხედრო შენობის ახლოს ძლიერი აფეთქება მოხდა. ეს ადგილი ახლოსაა იმ სასტუმროსთან, რომელშიც ხშირად ჩერდებიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამკვირვებლები. სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ აფეთქება ბომბმა გამოიწვია და სამი ადამიანი დაიჭრა. გაეროს წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ტელევიზიით გავიდა დამწვარი მანქანებისა და დაზიანებული საწვავის სატვირთო მანქანის კადრები. ადგილობრივმა ოპოზიციურმა საკოორდინაციო კომიტეტმა განაცხადა, რომ აფეთქება დამასკში, უმაიედის მოედანზე, სამხედრო დაწესებულებასთან მოხდა. დუბაიდან მაუწყებელი „ალ არაბია“ და “ფრანს პრესი” იუწყებიან, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა მეამბოხეთა ორგანიზაციამ, სირიის თავისუფალმა არმიამ აიღო. ოთხშაბათს მექაში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო სამიტზე მოსალოდნელია, რომ სირიას შეუწყდება ამ ორგანიზაციის წევრობის უფლებამოსილება. ამ ნაბიჯს სასტიკად ეწინააღმდეგება ირანი.
XS
SM
MD
LG