Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ვეტრმფრენის ჩამოვარდნას 11 ადამიანი ემსხვერპლა


ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების განცხადებით, ავღანეთის სამხრეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც 11 ადამიანი, მათ შორის 7 უცხოელი სამხედრო ემსხვერპლა. ISAF-ის განცხადებით, კატასტროფას შეეწირნენ მისი სამსახურის ოთხი წევრი, სამი ამერიკელი სამხედრო, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების სამი წარმომადგენელი და ერთი ავღანელი სამოქალაქო პირი - თარჯიმანი. ISAF-ს სხვა დეტალები არ გამოუცხადებია, თუმცა თქვა, რომ კატასტროფის მიზეზები გამოძიების პროცესშია. რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურისთვის გაგზავნილ განცხადებაში, თალიბანის პრეს-მდივანი, ყარი იოსუფ აჰმადი ამბობს, რომ ვერტმფრენი თალიბანის მებრძოლებმა ჩამოაგდეს. ამ განცხადების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება. გავრცელებული ცნობებით, ვერტმფრენი ჩამოვარდა ყანდაარში, რომელიც თალიბანისთვის ტრადიციულ დასაყრდენ პროვინციას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG