Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში შვიდი ადამიანი დაიღუპა დაბომბვის დროს


სირიიდან გავრცელებული ცნობებით, სამთავრობო ჯარის მიერ ქვეყნის ჩრდილოეთში, მეამბოხეთა ხელში მყოფი ქალაქის, მაარეტ ალ ნუმანის დაბომბვის დროს, შვიდი ადამიანი დაიხოცა, მათ შორის ორი ბავშვია. შეტაკებები მოხდა მთავრობის ჯარსა და მეამბოხეებს შორის ქალაქ ალეპოსთან. ამ ინფორმაციას ავრცელებს ლონდონში დაფუძნებული მეთვალყურეთა სამსახური. ქალაქ კაფრ ზეიტაში გაიმართა დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები ასადის გადგომას მოითხოვდნენ. სირიის ტელევიზიით გადაიცა კადრები, რომელზეც გამოჩნდა პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი, პირველად 18 ივლისის შემდეგ. ასადი დამასკის მეჩეთში იყო მისული ლოცვაზე, რამადანის დასრულებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG