Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასანჟმა აშშ-ს მოუწოდა, შეწყვიტოს „კუდიანებზე ნადირობა“ ვიკილიკსის წინააღმდეგ


ვიკილიკსის დამაარსებელმა, ჯულიან ასანჟმა, რომელმაც ბრიტანეთში ეკვადორის საელჩოში მოიპოვა დიპლომატიური თავშესეფარი, საელჩოს შენობის აივნიდან მიმართა მომხრეებს და ჟურნალისტებს. ის გამოვიდა მოწოდებით, დაცულ იქნას სიტყვის თავისუფლება მსოფლიოში და მადლობა გადაუხადა მომხრეებს, ასევე ეკვადორის მთავრობას თანადგომისთვის. მან მიმართა აშშ-ს შეწყვიტოს „კუდიანების დევნა“, რომელიც მიმართულია მისი ორგანიზაციის წინააღმდეგ: „მე ვთხოვ პრეზიდენტ, ობამას, იმოქმედოს სწორად. აშშ-მა უნდა შეწყვიტოს „კუდიანების დევნა“ ვიკილიკსის წინააღმდეგ. აშშ-მა უნდა შეწყვიტოს დაზვერვის ფედერალური ბიუროს გამოძიება. აშშ-მა უნდა დაიფიცოს, რომ არ შეეცდება ჩვენი თანამშრომლების და მომხრეების დევნას“, განაცხადა ასანჟმა საელჩოს აივნიდან, რადგან მას არ შეუძლია შენობის დატოვება იმ მიზეზის გამო, რომ, მას ბრიტანეთის სასამარლოს გადაწყვეტილებით, შვედეთისთვის გადაცემა, დაპატიმრება ემუქრება. შვედეთში მის მიმართ საქმეა აღძრული სექსუალური დანაშაულის მუხლით. ასანჟის მიმართ საქმეა აღძრული აშშ-იც ჯაშუშობის მუხლით. მისი ვიკილკსის გზით ინტერნეტში გავრცელდა აშშ-ის სადუმლო დოკუმენტები, დიპლომატიური ფოსტა, რაც კანონით იკრძალება.
XS
SM
MD
LG