Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის სათავეში


დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ნომერი პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იქნება, ხოლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილი. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ მერაბიშვილი და ბაქრაძე მზად არიან მთავარი პოლიტიკური ოპონენტების საარჩევნო სიის პირველ ნომრებთან და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებთან დებატებში მიიღონ მონაწილეობა. თაქთაქიშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა მთავარ პოლიტიკურ ოპონენტებს იწვევს დებატში, რომელსაც თავისუფალი არჩევნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. შეკითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას დებატებში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილმა უპასუხა, რომ მონაწილეობას დავით ბაქრაძე და ვანო მერაბიშვილი მიიღებენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ საქართველოს პრეზიდენტს სატელევიზო დებატებში იწვევს. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი უარს იტყვის, თანახმაა დებატებზე ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებთან. "თუმცა მხოლოდ ერთ წევრთან არა, შვიდზე მეტი შეიკრიბონ და მზად ვარ მათთან დებატებისთვის ნებისმიერ საკითხზე”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG