Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს ავღანეთში გახშირებული თავდასხმების გამო


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა ავღანეთში ნატოს ჯარისკაცებზე თავდასხმების გახშირების გამო, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებში მომუშავე მათივე მოკავშირეების მხრიდან. ობამას განცხადებით, ის ამ შემთხვევების გამო ავღანეთის პრეზიდენტთან, ჰამიდ კარზაისთან აპირებს დაკავშირებას. დღესვე ქაბულში აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარტინ დემპსიმ ავღანეთის სამხედრო ლიდერებთან შეხვედრა გამართა. დემპსის თქმით, პირველად ხდება, რომ ავღანეთის სამხედრო სტრუქტურების წარმომადგენლები ამგვარი თავდასხმების გამო ისევე შეშფოთებული არიან, როგორც ვაშინგტონი. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ათი ჯარისკაცი - ძირითადად აშშ-ის მოქალაქეები - იქნა მოკლული ავღანეთის სამხედროების მიერ. ავღანეთში განთავსებული ნატოს 130,000 სამხედროს გამოყვანა 2014 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. დემპსის თქმით, ამგვარი თავდასხმები ჯარის გამოყვანისთვის დაწესებულ ვადებს არ შეცვლის.
XS
SM
MD
LG