აშშ-ის სამხედრო ბაზეზე ავღანეთში, სარაკეტო თავდასხმისას დაზიანდა თვითმფრინავი, რომელსაც მოიხმარდა გენერალი მარტინ დემპსი, აშშ-ის ყველაზე მაღალი რანგის უნიფორმიანი ოფიცერი, რომელიც ქაბულში იყო ვიზიტად. ოფიციალური პირების თანახმად, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე „სი-17“-ის ტიპის თვითმფრინავის ბორტზე არ იმყოფებოდა და არ დაშავებულა. თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ თალიბანის მებრძოლებმა მოაწყვეს თავდასხმა. თავდასხმა. თალიბანის თანახმად, მან საფრენი აპარატების ადგილსამყოფელის ზუსტი კოორდინატები ბაზაზე მყოფი მოკავშირისგან მიიღო. ცნობით, დემპსი, მოგვიანებით, ბაგრამის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან გაფრინდა. დემპსის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა დეივ ლერენმა განაცხადა, რომ მეამბოხეთა ორი რაკეტა დაეცა ბაგრამს წუხელ, ერთმა მათგანმა დააზიანა დემპსის “ სი-17“. ოფიციალური პირების თანახმად, საფრთხე დემპსის და მისი თანამშრომლებს არ შექმნიათ, მათ ინციდენტის დროს ეძინათ თავიანთ ბინებში. კოალიციის ჯარის წარმომადგეენლმა, ბრიგადის გენერალმა, გუინტერ კატცმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ორი დარტყმის დროს დაზიანდა ჯარის შვეულმფრენიც. თავდასხმისას დაშავდა ორი მომსახურე პირი.
ყველაზე პოპულარული
1