Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ოპოზიციის წევრები კაიროში შეიკრიბნენ


სირიის ოპოზიციური ძალების წარმომადგენელმა, დღეს გაეროს და არაბთა ლიგას მიმართეს, „შეაჩერონ კატასტროფა“, რომლის წინაშეც სირიის ქალაქ ჰომსის მცხოვრებში არიან. სირიის ეროვნული საბჭოს წევრმა, ნაჯი ტაიირამ განაცხადა, რომ სირიის ცერნტალური ქალაქის, ჰომსის მოსახლეობა უკვე 80 დღეა მთავრობის ჯარის ალყაშია, მომარაგების ყველა გზა გადაკეტილია. ჰომსი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგეთა ერთ -ერთი მთავარი ცენტრი იყო უკვე 2011 წლის მარტში, როცა ამბოხება დაიწყო. ამ ქალაქში ხდება განსაკუთრებით ძლიარი შეტაკებები. კაიროში დღეს იმართება სირიის ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომლის მიზანი მოქმედების ერთიანი პროგრამის შემუშავებაა.
XS
SM
MD
LG