Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პუსი რაიოტის" ორმა წევრმა რუსეთი დატოვა


რუსეთის პანკ-როკ ჯგუფის, "პუსი რაიოტის" განცხადებით, მისმა ორმა წევრმა, რომლებსაც პოლიცია ეძებდა, რუსეთი დატოვეს. ამ კვირაში გამოაცხადა პოლიციამ, რომ ის ეძებდა ჯგუფის სხვა ორ წევრს. ამ ჯგუფის სამი წევრი მოსკოვის სასამართლომ გაასამართლა და მათ „რელიგიურ სიძულვილზე დაფუძნებული ხულიგნობისთვის“ ორ-ორ წელი პატიმრობა მიუსაჯა. "პუსი რაიოტმა" მოსკოვის მაცხოვრის ეკლესიაში მოაწყო პერფორმანსი, შეასრულა ღვთისმშობლის მიმართ პანკ-ლოცვა, რომელშიც თხოვნა ისმოდა, „განდევნე პუტინიო“. ჯგუფის მიმართ სოლიდარობის აქციები, მათი განთავისუფლების მოთხოვნით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოეწყო.
XS
SM
MD
LG