Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ამბროლაურში ”ქართული ოცნების” აქცია გაიმართება


დღეს კოალიცია ”ქართული ოცნება” ამბროლაურში გამართავს აქციას, რომელიც 18 საათიდან დაიწყება. აქციის მიმდინარეობას დააკვირდებიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები. ორი არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო აქციებს წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში აკვირდება. ახალგაზრდა იურისტთ ასოციაცია და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება იმედს გამოთქვამენ, რომ ”ქართული ოცნების” დღევანდელი აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება და სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.
XS
SM
MD
LG