Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მოკლეს არმიის გენერალი და ორი სამოქალაქო პირი


ერაყელი ოფიციალური პირების განცხადებით, შეიარაღებულმა პირებმა ბაღდადთან მოკლეს არმიის გენერალი, აბდულ-მუჰსენ ხაზა. ამას გარდა, ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა ერაყის სხვადასხვა რეგიონში ორშაბათს მოწყობილი თავდასხმების შედეგად. ინციდენტებს შორის იყო გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქება, რომლის შედეგადაც ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულში დაიღუპა ერთი სამოქალაქო პირი. ბომბის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა ქალაქ ჰადიტაშიც - დაიღუპა ერთი სამოქალაქო პირი, დაიჭრა, სულ ცოტა, სამი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG