Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოლთანიე: ირანი ურანის გამდიდრებას არასოდეს შეწყვეტს


ირანი არასოდეს შეწყვეტს ურანის გამდიდრებას, განაცხადა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში ამ ქვეყნის წარმომადგნელმა, ალი აშღარ სოლთანიემ. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანს ურანის გამდიდრების გააგრძელება სურს საერთაშორისო სააგენტოს მეთვალყურეობით. განცხადება გავრცელდა იმ დროს, როცა ირანი ოფიციალურად მეთაურობს მიუმხრობელ ქვეყნებს, იმ სახელმწიფოთა უკვე 51 წელიწადის განმავლობაში არსებულ ჯგუფს, რომელიც არ ემხრობა არც ერთ მსოფლიო დიდ ბლოკს. თეირანი ამ დღეებში ორგანიზაციის სამიტს მასპინძლობს. გაეროს უშიშიროების საბჭომ სანქციების წყება დაუწესა ირანს, რომელი უარს არის, შეწყვიტოს ურანის გამდიდრება - პროცესი, რომელმაც შეიძლება ატომური იარაღის შექმნის შესაძლებლობა მისცეს ირანს. ირანი უარყოფს, რომ ბირთვულ იარაღზე მუშაობს.
XS
SM
MD
LG