Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოკლეს ხუთი ავსტრალიელი ჯარისკაცი


ავღანეთში ორი ინციდენტის შედეგად დაიღუპა ხუთი ავსტრალიელი ჯარისკაცი, რაც, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არის უდიდესი მსხვერპლი ამ ქვეყნის წარმომადგენელთა რიგებში, ავღანეთში ომის დაწყების შემდეგ. სამხედრო პირების ცნობით, ოთხაშაბათს საღამოს სამი ავსტრალიელი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა უცხოელებზე ავღანელი ჯარისკაცების უნიფორმიანი პირების თავდასხმისას. ინციდენტი მოხდა სამხედრო ბაზაზე ურუზგანის პროვინციაში. ხუთშაბათს კი ჰელმანდის პროვინციაში დაიღუპა ორი ავსტრალიელი ჯარისკაცი მათი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. დაშავდა ეკიპაჟის ერთი წევრი.
XS
SM
MD
LG