Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტ რომნიმ ოფიციალურად მიიღო რესპუბლიკური პარტიის წინადადება


მიტ რომნიმ ოფიციალურად მიიღო რესპუბლიკური პარტიის წინადადება მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაზე. ტამპაში რესპუბლიკური პარტიის ნაციონალურ ყრილობაზე გამოსვლისას რომნიმ განაცხადა, რომ ობამამ ვერ შეძლო თავისი დაპირების შესრულება. საკუთარ თავს რომნიმ უწოდა ყველაზე დიდი იმედი აშშ-ის ეკონომიკის გაუმჯობესებასა და ამერიკელთა დაპირების ასრულებაში. რომნი თვლის, რომ ობამას ოთხი წლის წინანდელი კამპანიის დროს გაჟღერებული დაპირებები ”განხიბლვისა და დაყოფის” საფუძვლად იქცა. მიტ რომნის ტამპაში გამოსვლას დაახლოებით, 10 მილიონი ტელემაყურებელი ადევნებდა თვალს. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 6 ნოემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG