Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერეზოვსკიმ წააგო საქმე აბრამოვიჩის წინააღმდეგ


რუსმა მილიარდერმა, ბორის ბერეზოვსკიმ ლონდონის სასამართლოში წააგო რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების საქმე, რომელშიც მის მეტოქეს მისივე ყოფილი პარტნიორი, ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი წარმოადგენდა. ლონდონის სასამართლოს მოსამართლემ, ელიზაბეთ გლოსტერმა დღეს უარყო ბერეზოვსკის მიერ შეტანილი, 6 მილიარდი დოლარის ღირებულების სარჩელი. ბერეზოვსკი აბრამოვიჩს ბრალს სდებდა, რომ ამ უკანასკნელმა ის აიძულა რუსეთის ნავთობკომპანია "სიბნეფტის" წილი ღირებულებაზე დაბალ ფასად გაეყიდა. ამასთან, ბერეზოვსკი აცხადებდა, რომ აბრამოვიჩმა უნებართვოდ გაყიდა მისი წილი მსოფლიოს წამყვან ალუმინის ფირმა "რუსალში".
XS
SM
MD
LG