Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქომ ექსტრადირებული ლეიტენანტი შეიწყალა და დააწინაურა


უნგრეთიდან ექსტრადირებული სამხედრო აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააწინაურა და უფროსი ოფიცრის ჩინი მიანიჭა. პარასკევს სომეხი ოფიცრის სასტიკი მკვლელობისათვის უვადო პატიმრობამისჯილი აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე ქვეყნის ხელისუფლებამ უნგრეთიდან სამშობლოში დააბრუნა და შემდეგ შეიწყალა. შაბათს კი ცნობილი გახდა, რომ ლეიტენანტ რამილ საფაროვს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საფარ აბიევმა მაიორის წოდება მიანიჭა და სამხედრო კარიერაში წარმატება უსურვა. წოდების მინიჭების ცერემონია რამილ საფაროვის ბაქოში ჩამოყვანის მეორე დღეს გაიმართა. მანამდე კი აზერბაიჯანელი ოფიცერი სასჯელს იხდიდა უნგრეთში, სადაც ნატოს ენობრივ კურსებზე ყოფნის დროს 2004 წელს მან სომეხი კოლეგა გურგენ მარგარიანი ნაჯახით მოკლა. სომხეთმა ბუდაპეშტის ამ ნაბიჯის გამო დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა უნგრეთთან. ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ საფაროვის შეწყალებისა და დაწინაურების გამო ერევანი აპირებს პროტესტის წერილით მიმართოს ეუთოს მინსკის ჯგუფში შემავალ ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ მოაგვარონ მთიანი-ყარაბაღის თაობაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი.
XS
SM
MD
LG