Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა არჩევნებთან დაკავშირებით რეზოლუცია გამოაქვეყნეს


საპარლამენტო არჩევნების მოახლოების გამო, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლება გამოაქვეყნეს რეზოლუცია, რომელსაც ხელს აწერს არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და საექსპერტო წრეების 30-ზე მეტი წარმომადგენელი. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი საქართველოში დიდი მოლოდინია, რადგან გაჩნდა იმედი, რომ ეს ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის ერთადერთი შანსია. ”თუმცა ხელისუფლების განცხადებებისგან, რომ მზად არის ობიექტური და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად რადიკალურად განსხვავდება მისი კონკრეტული ქმედებები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ” - აცხადებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მათივე შეფასებით, საზოგადოებაში ჩნდება დაუცველობის განცდა, როდესაც ხელისუფლება არა პიროვნათა ინტერესების დამცველად, არამედ უსამართლო მოძალადედ იქცევა. "ასეთ პირობებში შეუძლებელია სამართლიანი და ობიექტური არჩევნების ჩატარება, რაც შეიცავს სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირების სერიოზულ საფრთხეს და მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან პროცესების სამართლიანად შეფასება შეიძლება გახდეს ხელისუფლების ძალადობის შემაკავებელი ფაქტორი, რაც ქვეყანას ააცილებს მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირისპირებას და მძიმე შედეგებს” - ნათქვამია რეზოლუციაში. მისი ხელმომწერები იმედს გამოთქვამენ, რომ საერთაშორისო საზოგადოება დაეხმარება საქართველოს არჩევნების სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარებაში.
XS
SM
MD
LG