Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სენატორები განაგრძობენ ბრძოლას ნატოში საქართველოს გაწევრიანებისათვის


ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, - ამის შესახებ სენატორმა ჯოზეფ ლიბერმანმა აშშ-ის საელჩოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამერიკელ სენატორთა დელეგაცია ვიზიტის დროს პირველად კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებს შეხვდა და წინასაარჩევნო სიტუაციის შეფასება ბიძინა ივანიშვილისაგან მოისმინა . "ჩვენ დღეს შევხვდით ბატონ ივანიშვილს და მან განაცხადა, რომ რუსეთთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. მისი განწყობაა, რომ საქართველოში იყოს დემოკრატია, ქვეყანა იყოს თავისუფალი და ნატოს წევრი. ჩვენ აშკარად ვიღებთ მის სიტყვებს, ხოლო არჩევანს საქართველოს მოქალაქეები თავად გააკეთებენ", - აღნიშნა სენატორმა ჯონ მაკკეინმა. სენატორებმა ასევე განაცხადეს, რომ გმობენ რუსულ აგრესიას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. და განაგრძობენ ბრძოლას, რომ „საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდეს თავდაცვითი იარაღი და საქართველოს მთავრობას საკუთარი ხალხის დაცვა შეეძლოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომლითაც საქართველო განაგრძობს სვლას დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ", - განაცხადა სენატორმა ჯოზეფ ლიბერმანმა.
XS
SM
MD
LG